Saturday, November 8, 2014

პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები

4
3
2
1
მიზანი
ჩვენს პრეზენტაციას მკაფიო მიზნები აქვს. პრეზენტაციის  ყველა ნაწილი მიზნებს ემსახურება.
ჩვენს პრეზენტაციას მიზნები აქვს. პრეზენტაციის  ყველა ნაწილი მიზნებს შეესაბამება.
ვცდილობთ, პრეზენტაციას მიზნები ჰქონდეს, თუმცა, ჯერჯერობით, ის უბრალოდ ერთ საკითხს ეხება.
ჩვენს პრეზენტაციას ინფორმაციის შეჯამების გარდა, სხვა მიზნები არ აქვს.
ინფორმაცია
ჩვენი პრეზენტაცია მოიცავს მიზნების შესაბამის მასალას. წარმოდგენილი ინფორმაცია დეტალური, დაბალანსებული და ობიექტურია.
ჩვენი პრეზენტაცია მოიცავს ადეკვატურ მასალებს. წარმოდგენილი ინფორმაცია  ობიექტურია.
ჩვენს პრეზენტაციას გარკვეული ნაკლოვანებები აქვს წარმოდგენილი ინფორმაციის ადეკვატურობის თვალსაზრისით. ზოგჯერ წარმოდგენილი ინფორმაცია მიკერძოებულია.
ჩვენს პრეზენტაციაში  შეზღუდული მოცულობის ინფორმაციაა წარმოდგენილი.
წყაროები
პრეზენტაციისთვის  ინფორმაციას ვიღებთ სხვადასხვა სანდო წყაროდან. მკითხველს შეუძლია ადვილად გადაამოწმოს ჩვენი წყაროები.
ინფორმაციას ვიღებთ სანდო წყაროებიდან. მკითხველი ამოიცნობს, საიდან გვაქვს ინფორმაცია მიღებული.
ინფორმაციას ვიღებთ რამდენიმე წყაროდან; ზოგიერთი მათგანი შესაძლოა სანდო   არ იყოს. მკითხველი იოლად ვერ ამოიცნობს, რა წყაროდან გვაქვს ინფორმაცია მოძიებული.
ინფორმაციას ვიღებთ წყაროებიდან, რომლებიც შეიძლება სანდო არ იყოს. იშვიათად ვუთითებთ ინფორმაციის წყაროს.
მულტიმედია
ჩვენ ეფექტურად ვახდენთ ინტეგრაციას მულტიმედიარესურსების პრეზენტაციაში. გრაფიკული გამოსახულება, ხმა და ვიდეო მაღალი ხარისხისაა, პრეზენტაციის მიზნებს ემსახურება და ჩვენი აუდიტორიის ინტერესებს შეესაბამება.
მულტიმედიას ეფექტურად ვიყენებთ პრეზენტაციაში. გრაფიკული გამოსახულება, ხმა და ვიდეო მაღალი ხარისხისაა და საკითხს შეესაბამება.
ვცდილობთ მულტიმედიის გამოყენებას პრეზენტაციის ვებგვერდზე. გრაფიკული გამოსახულება, ხმა და  ვიდეომასალა დაბალი ხარისხისაა და საკითხს არ შეესაბამება.
მულტიმედიას არ ვიყენებთ პრეზენტაციის ვებგვერდზე.
შემოქმედებითობა
პრეზენტაციის  მიზნებიდან გამომდინარე, ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ორიგინალური და საინტერესო დეტალები, იდეები, ენა და მულტიმედია რესურსები.
პრეზენტაციის  ვებგვერდზე გამოქვეყნებულია რამდენიმე ორიგინალური და საინტერესო დეტალი, იდეები, ენა და მულტიმედია რესურსები, რომლებიც საკითხს უკავშირდება.
ვცდილობთ გამოვაქვეყნოთ  ორიგინალური და საინტერესო იდეები, თუმცა ისინი სცდება პრეზენტაციის შინაარსს.
პრეზენტაციის  მასალების ორიგინალურად წარმოდგენას არ ვცდილობთ.
საიტის ორგანიზება
პრეზენტაციის  ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაცია ლოგიკურადაა განაწილებული ცალცალკე გვერდზე. ჩვენი ბმულები ეხმარება მომხმარებელს, იოლად გადაადგილდეს სხვადასხვა გვერდზე და იპოვოს მთავარი გვერდი.
პრეზენტაციის ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაცია ლოგიკურადაა განაწილებული ცალცალკე გვერდზე. ჩვენი ბმულები ეხმარება მომხმარებელს, გადაადგილდეს სხვადასხვა გვერდზე დაბნეულობის გარეშე.
ვცდილობთ პრეზენტაციის ვებგვერდზე წარმოდგენილი ინფორმაცია ლოგიკურად იყოს დალაგებული, თუმცა ზოგჯერ ეფექტური ორგანიზება დარღვეულია. ზოგიერთ გვერდზე არ არის ბმულები, რაც მომხმარებელს ნავიგაციაში დაეხმარებოდა.
პრეზენტაციის  ვებგვერდი არაორგანიზებულია, მომხმარებელს აბნევს და მკითხველი ვერ იყენებს ბმულებს ნავიგაციისთვის.
ენა
პრეზენტაციის ვებგვერდზე ძლიერ, კონკრეტულ და ზუსტ სიტყვებს ვიყენებთ. ტექნიკურ ტერმინოლოგიას მინიმალურად მივმართავთ, საჭიროების შემთხვევაში მოყვანილია განმარტებები.
პრეზენტაციის  ვებგვერდზე ზუსტ ენას ვიყენებთ და ტექნიკურ ტერმინებს განვმარტავთ საჭიროების შემთხვევაში.
ზოგიერთი ტერმინი არაზუსტია და მრავლადაა გამოყენებული ტექნიკური ტერმინები.
ჩვენ მიერ გამოყენებული ენა სტანდარტულია და ხშირად არაზუსტი.
წესები
გრამატიკული შეცდომები არ გვაქვს.
ჩვენ ვამოწმებთ გრამატიკულ შეცდომებს. შესამჩნევი შეცდომები დაშვებული არ არის
ჩვენ ვამოწმებთ გრამატიკულ შეცდომებს, მაგრამ ზოგჯერ ვუშვებთ შეცდომებს, რაც მკითხველს აბნევს.
ჩვენ არ ვამოწმებთ გრამატიკულ შეცდომებს, დაშვებულია ბევრი შეცდომა, რაც მკითხველს აბნევს.

No comments:

Post a Comment